თავს კარგად ვგრძნობ, გაირკვევა, ყოფითი მოწამვლა იყო თუ რამე ზემოქმდება – მეუფე შიო | 12.07.2023

პატრიარქის მოსაყდრე დღეს სამებაში პეტრე-პავლობის წირვაზე გამოჩდა და ამის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს  უპასუხა. საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს.

5 ივლისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის მოწამვლა სცადეს. 6 ივლისს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მიტროპოლიტ შიოს სისხლის ანალიზში გარკვეული ცვლილებები არის. ჯაღმაიძის ცნობით, ანალიზის მიხედვით, სისხლში მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეუფე შიო მუჯირის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის  მუხლით დაიწყო.