ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა | 11.07.2023

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე, ნელი დოროყაშვილზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში უდანაშაულოდ ცნო. დღევანდელ სხდომას არც ბასილაშვილი ეს წრებოდა და არც დოროყაშვილი.

2022 წლის 22 მაისს ყოფილ ცოლზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით პოლიციამ ბასილაშვილი დააკავა, 24 მაისს კი სასამართლომ ის 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბასილაშვილი 21 ოქტომბერს ოჯახში ძალადობის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. ის ხუთივე ეპიზოდში გამართლდა