განაჩენი ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე და ხმაური სასამართლოში | 10.07.2023

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი, ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა, დანარჩენ 8 პირს კი პატიმრობა შეუფარდა.საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მიიღო.

თბილისის მერიის კონტრაქტორ “გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს 6 – წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ “მშენ-ექსპერტის” დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილს და “მშენ-ექსპერტის” ექსპერტს დავით თუშიშვილს. ელექტროშემდუღებელს გიორგი გობეჯიშვილს- 4 წელი მიესაჯა.

“გრინსერვისი+”-ის თანამშრომელს დევი კახოიძესა და შპს „გრინსერვის+-ის“ საქმის მწარმოებელი ბექა მურღვლიან​ს სამ-სამი წლით პატიმრობა მიესაჯათ. სამი წელი მიესაჯა ასევე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს გიორგი ვახტანგაშვილს და  შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელს ლაშა ჭიყიტაშვილს.

2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი  გარდაიცვალა, ხოლო მისი ორი მეგობარი  მძიმე დაზიანებების მიუხედავად გადარჩა.