ზელენსკის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს ელჩმა უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა | 06.07.2023

უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს ელჩმა უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიერ გუშინ გავრცელებულ კომენტარში  დიპლომატი ამბობს, რომ  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე  უკრაინულ მხარეს განემარტა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სინამდვილეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების საკითხზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.