რუსული მედია TASS წერს, რომ Georgian Airways მოსკოვიდან თბილისის გავლით, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ტრანზიტულ ფრენებს იწყებს. ფრენები დღეს, 5 ივლისს დაიწყება და იგი კვირაში ორი სიხშირით – ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. მათი ინფორმაციით, ტრანზიტული ფრენის ბილეთის ფასი, დაახლოებით, $535 დოლარია. საქართველოს ავიახაზები ნიცას გარდა, ტრანზიტულ ფრენებს ახორციელებს მოსკოვიდან პარიზში, ამსტერდამში, ვენაში, სალონიკში, თელ ავივის, მილანის, ბერლინისა და ლარნაკას მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ Georgian Airways უკრაინამ დაასანქცირა. სანქცირებულთა სიაშია ავიაკომპანიის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილიც.