ჩავარდნილი რიგგარეშე სხდომა – ოპოზიაციამ რეგისტრაცია არ გაიარა | 05.07.2023

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. რეგისტრაცია  მხოლოდ 65-მა დეპუტატმა გაიარა, რაც პლენარული სხდომის ჩატარებისთვის საკმარისი არ არის. ოპოზიციამ რეგისტრაცია მიზანმიმართულად არ გაიარა. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი მეორე მოსმენით უნდა განეხილათ.ცვლილებებს კოდექსში ოპოზიციის მხარდაჭერა არ აქვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ კანონი რეპრესიულია, შერჩევითია და მის გამოყენებას ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მოსახლეობაზე მანიპულირებისთვის აპირებს.   სხდომის ჩაშლის მიზეზებზე განმარტები გააკეთეს ქართული ოცნების ლიდერებმაც. მათი თქმით, დღევანდელი შემთხვევა თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხების მიმართ ოპოზიციის უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას ადასტურებს.