მძიმე საერთაშორისო განცხადებები და შეფასებები სააკაშვილის სასამართლოზე გამოჩენის შემდეგ | 04.07.2023

მიხეილ სააკაშვილის გამოჩენამ სასამართლო პროცესზე და მისმა მდგომარეობამ მძიმე საერთაშორისო შეფასებები გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების მიმართ. პრეზიდენტ ზელენსკის მწვავე განცხადების შემდეგ, რომელმაც უკრაინიდან საქართველოს ელჩს ქვეყნის დატოვებისთვის 48 საათი მისცა, საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკაე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. დმიტრო კულებამ განცხადება უკრაინულ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა.კულებას თქმით, სააკაშვილის კადრების გავრცელების შემდეგ, “სადაც ჩანს როგორ მდგომარეობაშია  საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ყველაფერმა პიკს მიაღწია, რის გამოც ოფიციალურმა კიევმა, მკვეთრი, მაგრამ სამართლიანი ნაბიჯი გადადგა”.

3 ივლისს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დისტანციურად ჩაერთო. კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეო და ფოტო მასალას მალევე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურებები და ხელისუფლების კრიტიკა. უკრაინის პრეზიდენტმა კი მოითხოვა, უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცენ.