სააკაშვილის განცხადებები სასამართლოში – 5-თვიანი პაუზის შემდეგ დისტანციური ჩართვა „ვივა-მედიდან“ | 03.07.2023

ხუთ თვიანი პაუზის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო. ექსპრეზიდენტმა სხდომაზე, რომელიც 7 ნოემბრის საქმეს განიხილავდა, განცხადება გააკეთა. იმის სადემონსტრაციოდ რომ პატიმარი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა – სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მიხეილ სააკაშვილმა მაისური აიწია, რათა საზოგადოებისთვის მისი ფიზიკური მდგომარეობა ეჩვენებინა. სააკაშვილის მიმართვის ადრესატები “ქართული ოცნების” ლიდერები იყვნენ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კლინიკა ვივამედში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდოგომარეობა მძიმე არ არის.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ საქმეები პუტინის დავალებით  ივანიშვილმა აღძრა.  ექსპრეზიდნეტმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ  ის პუტინის პირადი პატიმარია და ოკუპანტი ქვეყნის პირველი პირის დავალებები ოლიგარქმა ივანიშვილმა შეასრულა.

სააკაშვიოლმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მიღება სურს, რომ ხალხმა უნდა გადაწყვტოს ვინ არის მართალი.

ცვლილებებია სააკაშვილის საქმის განმხილვევლ მოსამართლეთა კოლეგიაში, ლია ორკოდაშვილი საქმეს ჩამოშორდა. ოფიციალურ მიზეზად საპენსიო ასაკი დასახელდა. ორკოდაშვილი მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა შეცვალა.