ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი პროექტი, “ჯარის ბანაკი” გახსნა | 03.07.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი პროექტი, “ჯარის ბანაკი”, გახსნა და მის მნიშვნელობაზე საუბრისას თქვა, რომ “მსოფლიოში ძალიან ბევრი საცდურია”, ამიტომ ახალგაზრდებს “სწორი ორიენტირების” განსაზღვრა სჭირდებათ. კოჯორში გამართულ ცერემონიალზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ  ბანაკი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში “ჯანსაღი, სწორი ღირებულებების”, “ოჯახის ღირებულებების” პოპულარიზაციას და “პატრიოტული სულისკვეთების გაზრდას”.

ღონისძიებას პრემიერთან ერთად ესწრებოდნენ განათლებისა და თავდაცვის მინისტრები. ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვას ისმენდნენ “ჯარის ბანაკის” მონაწილე მოსწავლეები, დამსწრეებს შორის იყვნენ საპატრიარქოს წარმომადგენლებიც.