საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული პროპაგანდის საფრთხის პირობებში, საჭიროა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა კონტროლდებოდეს. მისი თქმით, არ შეიძლება, ქვეყანაში დიდი რაოდენობის რუსები ისე შემოვიდნენ, რომ არ ვიცოდეთ, ვინ არიან.
სალომე ზურაბიშვილმა, ისაუბრა უკრაინაში რუსეთის ომის მიმდინარეობასა და პრიგოჟინის აჯანყებაზე. პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს არის ახალი ფაზა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ დაიწყო, რადგან ამ თვეების განმავლობაში პუტინის ყველა გეგმა ერთი მეორის მიყოლებით ჩავარდა. როგორც ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტმა განაცხადა, პუტინმა დაინახა გაძლიერებული ევროპა, “ნატო” და ევროკავშირი.