რუსეთმა არ უნდა მიიღოს ის იარაღი, რითიც ახორციელებს ამ აგრესიულ ომს – სანქციების ჯგუფი | 28.06.2023

“ჩვენი მთავარი მიზანია, რომ რუსეთმა არ მიიღოს ის იარაღი, რითიც ახორციელებს ამ აგრესიულ ომს და კლავს ხალხს” ამის შესახებ სანქციების კომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯიმ ობრაიანმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადა. მისი თქმით, აშშ არ მოითხოვს რუსეთთან ყველანაირი ბიზნესის შეჩერებას, საუბარია მხოლოდ იმ პროდუქციაზე, რომელიც, შესაძლოა, რუსეთმა ბრძოლის ველზე უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს.

პრესკონფერენციაზე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა, კუმარ აიერმა განაცხადა, რომ რუსეთი ყველანაირად შეეცდება შავი ხვრელების მოძებნას იმისთვის, რომ დასავლურ შეზღუდვებს თავი დააღწიოს. კუმარ აიერი რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ სანქციებისთვის თავის არიდება ძირითადად სახმელეთო გზებით ხდება, მაგრამ კონტროლი საჰაერო მიმოსვლაზეც უნდა გამკაცრდეს.