“შტატებს აშფოთებს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეეცდება აირიდოს სანქციები, რაც რუსეთს დავუწესეთ” | 27.06.2023

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა, საქართველოში სანქციების უმაღლესი კომისიის წევრების ვიზიტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ შტატებს აშფოთებს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეეცდება აირიდოს სანქციები და ზომები, რომლებიც რუსეთს დაუწესეს.მისი თქმით, უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები მუდმივად ეძებენ გზებს გაამკაცრონ სანქციები მათ მიმართ, ვინც რუსეთს უკრაინასთან ომში ირიბად თუ პირდაპირ ეხმარება.

“მე არ მინდა ამ დისკუსიაზე დეტალურად საუბარი. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ გვაშფოთებს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეეცდება აირიდოს სანქციები და სხვა ზომები, რომლებიც ჩვენ რუსეთს დავუწესეთ. ჩვენ მუდმივად ვეძებთ გზებს, რომლითაც შეგვიძლია სანქციების გამკაცრება ან მკაცრი ზომების შემოღება ნებისმიერი ფიზიკური პირის ან ორგანიზაციის მიმართ, რომლებიც მათ თავიდან არიდებას ცდილობენ. მაგრამ ამასთან დაკავშირებით დეტალურად საუბარი ჩემი მხრიდან მიზანშეწონილი არ იქნება,” –  განაცხადა მეთიუ მილერმა.