ვხედავთ ინტერესს „ცესკოში“ ხელოვნურად შეიქმნას კრიზისი , – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ვეტოს „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებზე. კობახიძე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევას აანონსებს და ამბობს, რომ სხვა შემთხვევაში, „ცესკოს“ თავმჯდომარესა და წევრებს ვერ აირჩევენ.
საქართველოს პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ვეტო გუშინ დაადო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 100 ხმის ნაცვლად, თავმჯდომარისა და წევრების 76 ხმით არჩევა აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს.