სანქციების საკითხებზე მომუშავე ჯგუიფის წევრების შეხვედრები საქართველოში | 27.06.2023

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს, დევიდ ო’სალივანს და სანქციების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს და კუმარ იერს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით შეხვედრაზე საუბარი იყო  რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან მიმართებაში საქართველოს მუდმივ კოორდინაციაზე ევროკავშირთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ასევე ,სანქციებისთვის თავის არიდების პრევენციის მიზნით საქართველოს შესაბამისი სამსახურების ეფექტურ მუშაობაზე და პარტნიორებთან თანამშრომლობაზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი ესწრებოდნენ. სანქციების ჯგუფის ლიდერებმა მანამდე შეხვედრები  ბიზნესის წარმომადგენლებთან და ასევე  საგარეო საქმეთა მინისტრთან.