რამე ხო არ გეშლებათ?! ხომ არ გგონიათ, ვინმე გაგიტარებთ?! – მწვავე პოლიტიკური განცხადებები სესიაზე | 27.06.2023

ურთიერთბრალდებები  საკანონმდებლო ორგანოში ამჯერად რუსეთში განვითარებული მოვლენებს მოჰყვა.  საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა  ოპონენტები პროვოკაციების მოწყობის მცდელობაში და ამბოხებული ვაგნერელების მხარდაჭერაში დაადანაშაულეს.

30 ივნისს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება. მმართველ უმრავლესობაში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, მოიწვევენ თუ არა რიგგარეშე სხდომებს ივლისის თვეში. რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება. ამ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა.