სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი, თბილისშია – შეფასებები ვიზიტზე | 26.06.2023

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი, დევიდ ო’სალივანი თბილისშია. საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის მთავარი თემა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და მათი ეფექტური განხორციელება იქნება. დევიდ ო სალივანთან ერთად თბილისში  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი ჩამოდიან. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს პრემიერთან ვიცე-პრემიერთან, საგარეო და ფინანსტა მინისტრებთან. ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან და გენერალურ პროკურორთან. დევიდ ო’სალივანი, შეხვდება ბიზნესის და მედიის წარმომადგენლებსაც.