“საქართველოს მთავრობა მზადაა, ააშენოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის სამუშაოებიც წელსვე დაიწყება,” – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, პორტის 51%-ის მფლობელი საქართველოს მთავრობა იქნება, დანარჩენ 49%-ზე კი მოლაპარაკებები გაიმართება.
პრესკონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთის ერთობლივ „შუა დერეფნის“ პროექტზე, რომელიც, პრემიერის თქმით, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან პროექტის ინიციატორ სახელმწიფოებში მეტ ტვირთს შემოიტანს.
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა, ალიხან სმაილოვმა კი ორქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ქართულ ავიაკომპანიებს ყაზახეთის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, თბილისში მისი ვიზიტისას ხელი მოეწერა რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტსაც, თუმცა კონკრეტულად რა დოკუმენტებზეა საუბარი ყაზახეთის პრემიერს არ დააკონკრეტებია.