საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტპატიმარი ნიკა გვარამია შეიწყალა – ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც 19 ივნისს უზენაესმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო გვარამიას ადვოკატების საკასაციო სარჩელი.
16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. 19 ივნისის განჩინებით კი უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველადაც არ მიიღო.