ოპოზიციის გაერთიანებას პერსპექტივა აქვს ნული – ღარიბაშვილის განცხადებები | 21.06.2023

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ოპტიმისტურად უყურებს. იმ დროს, როდესაც ევროკომისიის წინასწარი შეფასებით საქართველოს 12 დან მხოლოდ სამი რეკომენდაცია აქვს შესრულებული, ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ 11 რეკომენდაცია შეასრულა. რაც შეეხება მე-12 რეკომენდაციას – პოლარიზაციის დასრულებას, პრემიერის მტკიცებით, მათი მხრიდან ყველაფერი კეთდება, ხოლო ოპოზიცია ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესის საბოტაჟს  ახდენს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით საუბარი – ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ორ ადამიანს შორის შემდგარი საუბარი გარეთ არ გამოდის. ღარიბაშვილი ამბობს, რომ  ნიკა გვარამიას საკითხი მთავრობას არ ეხება და ის გამოძიების საქმეა.