ბოდიში მოიხადოს ყველამ, ვინც სააკაშვილის სიმულაციებში იყო ჩართული – „ქართული ოცნება“ | 21.06.2023

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ ისაუბრა. ღარიბაშვილი ისევ ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობა დადგმული სპექტაკლი და მასკარადი იყო. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამისთვის ექსპრეზიდენტმა და მისმა ოჯახმა სახელმწიფოს და საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ.

იუსტიციის მინისტრი ექსპრეზიდენტის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას არ გამორიცხავს.  რატი ბრეგაძის თქმით, თუკი ექიმებისგან შესაბამისი რეკომენდაცია ექნებათ, მესამე პრეზიდენტს ისევ ციხეში დააბრუნებენ.

რატი ბრეგაძე მესამე პრეზიდენტის პოლიტიკაში დაბრუნების საკთხსაც  გამოეხმაურა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მას საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს.