2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულ პირის სასარგებლოდ შსს-ს ზიანის ანაზღაურება დაევალა | 20.06.2023

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებული პირის სასარგებლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ზიანის ანაზღაურება დაევალა,- ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს. დაზარალებულისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით, ასევე შრომისუნარიანობის შემცირების გამო ყოველთვიური სარჩოს სახით 1155 ლარის გადახდა 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე.  ორგანიზაციის შეფასებით ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადგინდა სახელმწიფოს მიერ მოსარჩელესთან მიმართებით უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი. თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება თითქმის ორ წელიწად ნახევრის  შემდეგ მიიღო.