დედაქალაქში შეკრებილ მაღაროელებს სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეურთდნენ. გაფიცულებმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაიმეორეს მათი მოთხოვნები: ხელფასების 40%-ით გაზრდა და შრომითი მდგომარეობის გაუმჯობესება.
აქციის მონაწილეები „ჯორჯიან მანგანეზის“ დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურნენ, რომლის თანახმადაც, მაღაროელებს ხელფასების მხოლოდ 5-ით გაზრდას დაპირდნენ. გაფიცულები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ ეს განცხადება დაცინვაა.
უკვე ორკვირაზე მეტია, რაც 3000-ზე მეტი მაღაროელი გაფიცულია, 10 მათგანი 8 დღეა შიმშილობს. პროტესტის ერთმა მონაწილემ, გუშინ, თვალები ამოიკერა; კიდევ ერთმა მაღაროელმა კი ვენები გადაიჭრა, ასევე, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა ერთ-ერთმა გაფიცულმა და პირი ამოიკერა.