„ოცნება“ პოლარიზაციის გაღრმავებაში ოპოზიციას ადანაშაულებს | 19.06.2023

17 ივნისს “გირჩი-მეტი თავისუფლების” მიერ ორგანიზებულ ბანაკში პარტიის წევრებზე თავდასხმას  “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურადა ოპოზიცია პოლარიზაციის გაღრმავებაში დაადანაშაულა.  კობახიძე ძალადობის წახალისებაში ხელისუფლებსი პასუხისმგებლობას ვერ ხედავს.  “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის   კახა კალაძის თქმით, კი იკვეთება ორმაგი სტანდარტი. დედაქალაქის მერის თქმით, კონკრეტული ტელევიზიები და ოპოზიციური პარტიები მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს გმირად ასაღებენ. “ოცნების” ლიდერმა გაიმეორა, რომ “ვითომ მეგობარი ქვეყნებიდან” შემოდის დაფინანსება იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ახალგაზრდებს ასწავლიან როგორ მოაწყონ რევოლუცია.

ოპოზიციონერი დეპუტატები  ძალადობას გმობენ  და ფაქტების ობიექტურად გამოძიებას ითხოვენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით “ქართული ოცნება” სწორედ ძალადობით ინარჩუნებს მმართველობას.

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს გორის სმარტთან “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ. პარალელურად, ბორჯომის სასტუმროში, სადაც პარტიის საზაფხულო ბანაკის ლექციები იყო დაგეგმილი, ძალადობრივი ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ, ისინი ადგილზე მყოფებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და მათ მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილნი. მობილიზებულმა ჯგუფის წევრებმა სასტუმროს ქვებიც დაუშინეს.