ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოცილაურ ქსელ ტვიტერში წერს, რომ ომამდელ პერიოდთან შედარებით საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის ვაჭრობა რუსეთთან 800%-მდე არის გაზრდილი, რაც მისი თქმით, ევროკავშირის სანქციების თავიდან არიდებაზე მიუთითებს. ევროდეპუტატი ფიქრობს, რომ ამას რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისთვის სარგებელი მოაქვს. კრამონის თქმით, სანქციების თავიდან არიდებაში პასუხისმგებელ ქვეყნებსა და კომპანიებს ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს.