ირაკლი ღარიბაშვილის და ლევან ოსელიანის შეხვედრა | 16.06.2023

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.