ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში – სააკაშვილის განცხადება “ვივა- მედიდან” | 16.06.2023

მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. ყოფილი პრეზიდენტი განმარტავს, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება გუშინ, აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების გამო მიიღო, სადაც, თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის ომი ლაჩრულად წაგებულად მოიხსენია. ყოფილი პრეზიდენტის თქმით ყველა იმ სასამართლო პროცესს დაესწრება, სადაც მისვლას ფიზიკურად შეძლებს.

“ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი, რომელიც ვიხილე გუშინ აჭარის უზენაეს საბჭოში. საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად. უკრაინის გამარჯვებას გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ, არამედ აქტიურად მოვაახლოვოთ მათ შორის ჩვენი ინოვაციური და გაბედული ქმედებებით. დღეიდან ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ყველა „სასამართლოში“ სადაც ფიზიკურად შევძლებ. ასევე, როგორც ყოველთვის მოვუწოდებ ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისაკენ, მათ შორის პირველ რიგში ჩემს მიერ დაფუძნებულ პარტიას ნაციონალურ მოძრაობას,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.