შიდა ქართლში სტიქიას ებრძვიან. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა გორის მუნიციპალიტეტში – ხევიდან მოვარდნილმა წყალმა და ადიდებულმა მდინარემ დააზიანა გზის სავალი ნაწილი და დატბორა სასოფლო სამეურნეო სავარგულები. დაზიანდა ასევე ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. ადგილზე იმყოფებოდნენ გორის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. მობილიზებულია სპეცტექნიკაც. სამუშაოების დაწყება წყლის დონის დაწევის შემდეგ გახდება შესაძლებელი.