სტიქია გურჯაანში – მუნიციპალიტეტში მოსული სეტყვის და ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელი დაზარალდა. უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია და წყალი გურჯაანის ცენტრალურ გზები წყლითაა დაფარული. დასეტყვილია სასოფლო სამეურნეო ნაკვეთები და დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. მოვარდნილმა წყალმა წაიღო ავტომანქანებიც. ადგილობრივების ინფორმაციით, ძირკოკში, ზიარში, ახეშენსა და ჭადარში 20 წუთიანმა სეტყვამ ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები გაანადგურა. დატბორილ ქუჩებში ამ წუთებში საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები მუშოაბენ. ადგილზე მობილიზებული პოლიციაც.