“ოცნების” მიერ მომზადებული დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი კვლავ პოლიტიკური დავის საგანია | 14.06.2023

დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული სადაო კანონპროექტი „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, 13 ივნისს, დღის ბოლოს, მეორე მოსმენით დაამტკიცა, მიუხედავად იმისა, რომ  ვენეციის კომისიამ მმართველ პარტიას ნათლად და გარკვევით კანონპროექტზე სრულად უარის თქმა ურჩია.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში დღეს გაავრცელა მოკლე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის მხარს უჭერს ვენეციის კომისიის დასკვნას და სჯობს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იქნას მიღებული იმ რისკების გამო, რასაც კომისია აღწერს.

“ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას უკეთესი გზის საპოვნელად სისტემური მიდგომისთვის. ჩვენ შეგვიძლია ერთად უფრო ძლიერად წავიდეთ წინ,” – წერია განცხადებაში.

“დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტის  კენჭისყრას წინ უძღოდა ამ კანონპროექტზე,  ვენეციის კომისიის დასკვნა, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას ურჩევენ, უარი თქვას კანონპროექტის მიღებაზე და ამის ნაცვლად ქვეყანაში ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად მიიღონ სისტემური ზომები მიიღონ. მმართველმა გუნდმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დღის ბოლოს, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პრეზიდენტის ვეტო დაძლია და დარბაზში პოზიციის წარმომადგენლები თითქმის აღარ იყვნენ. მესამე მოსმენით კანონის მიღება თვის ბოლომდე იგეგმება.