პუტინი დამარცხდება, ვინც მისი ბრძანებით დამატყვევა, იმათ აუცილებლად შერცხვებათ – სააკაშვილი | 13.06.2023

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ვივამედის“პალატიდან მორიგ განცხადებას ავრცელებს. ის ევროპარლამენტარებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და წერს, რომ იბრძვის საქართველოს, უკრაინის და საკუთარი თავისუფლებისთვის. სააკაშვილის განცხადებით, პუტინის უკრაინაში მარცხის შემდეგ იმ ადამიანებს, რომლებიც მას უსამართლო პატიმრობაში ამყოფებენ, აუცილებლად შერცხვებათ.