ურთიერთბრალდებებისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა. ვენეციის კომისიის მწვავე დასკვნისა და ბრიუსელიდან კრიტიკული გზავნილების შემდეგ, ქართული ოცნების ხელისუფლება პარლამენტის ტრიბუნიდან ჰომოფობიურ და ანტიდასავლურ რიტორიკას აძლიერებს. თუმცა პარლამენტში პოლიტიკური განცხადებები ისე დასრულდა, რომ “ქართული ოცნების” არცერთ დეპუტატს ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნაზე განცხადება არ გაუკეთებია.
ოპოზიცია ხელისუფლების ანტიდასავლურ პოლიტიკას აკრიტიკებს. ოპონენტები ამბობენ, რომ ვენეციის კომისიამ “ქართულ ოცნებას” ვერდიქტი გამოუტანა და პირდაპირ უთხრა, რომ ქვეყანაში სადაც ოლიგარქიული მმართველობაა, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებას არავითარი აზრი არ აქვს.