ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიასთან მე-6 დღეა იკრიბებიან და ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. სამიათასზე მეტი მაღაროელი კომპანიის მიერ შეთავაზებულ პირობებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ არსებული წინადადებით მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.ამ დრომდე ყველა მაღარო გაჩერებული და პარალიზებულია, თანამშრომლები კი ქუჩის პროტესტის რეჟიმზე არიან გადასული. როგროც აქციის მნოაწილეები ამბობენ, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ისინი პროოტესტის უკიდურეს ფორმას შიმშილობას მიმართავენ.