„ის დრო, როცაპარტიაში კონკრეტულ გადაწყვეტილებებს კაბინეტებში იღებდნენ, წარსულს ჩაბარდა – ლევან ხაბეიშვილი | 12.06.2023

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია  ციფრულ მმართველობაზე გადადის, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას პარტიის მხარდამჭერები მიიღებენ. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მძიმე და რთული რეფორმები ტარდება, მაგრამ პარტიისთვის, რომელსაც აქვს ამბიცია, რუსული ხელისუფლება შეცვალოს და საბოლოოდ, თავად იყოს მომავალი ხელისუფლება, მნიშვნელოვანია, რომ შიდაპარტიული დემოკრატია ძლიერი იყოს. როგორც ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, „ის დრო, როდესაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს კაბინეტებში იღებდნენ, წარსულს ჩაბარდა“.