ბრმა ტყვია საცხოვრებელი ბინის ვერანდაზე შევარდა | 12.06.2023

სროლა გლდანში – ბრმა ტყვია საცხოვრებელი ბინის ვერანდაზე შევარდა. ჟურნალისტი თათია ჩაფიჩაძე ყვება, რომ გუშინ საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად აივანზე იმყოფებოდა, რა დროსაც გასროლის ხმა გაიგეს და სახურავიდან მის ვერანდაზე ტყვია შევარდა. მისივე თქმით, ანასხლეტი მის 12 წლის შვილს მოხვდა, რომელსაც დაბეჟილობა აქვს.

ჟურნალისტი თათია ჩაფიჩაძე, რომლის ბინის ვერანდაზეც ტყვია შევარდა, ეჭვობს, რომ იარაღი პოლიციის მოქმედ თანამშრომელს, მის მეზობელს გაუვარდა. გლდანში მომხდარი სროლის საქმეზე გამოძიება  დაიწყო.  ექსპერტ-კრიმინალისტებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს.