ყალბი Adidas-ის და Nike-ის ბრენდების ტანსაცმლის დამამზადებლები დააკავეს | 09.06.2023

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი Adidas-ის და Nike-ის  ბრენდების ტანსაცმლის დამამზადებლები დაიჭირა. მათ სამკერვალო ქვემო ქართლის რეგიონში, 3 ლოკაციაზე ქონდათ მოწყობილი. ქალისა და მამაკაცის სპორტულ ტანსაცმელს ბრენდების სასაქონლო ნიშანს აკრავდნენ და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე ყიდდნენ. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამოღებულია გასაყიდად გამზადებული 641 ცალი Adidas-ის და Nike-ის სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული ტანსაცმელი, ასევე ამ ბრენდების დიდი რაოდენობით სასაქონლო ნიშანი, რომელიც კონტრაფაქტული საქონლის დასამზადებლად იყო განკუთვნილი.

დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ბრალდებით დაპატიმრებულია  ორი პირი. დანაშაული 3–დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.