უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ზურაბ მუშუქია, რომლის დაღუპვის შესახებაც ცნობები გუშინ გავრცელდა, ცოცხალია. მებრძოლს გუშინ გვიან ღამით ოჯახთან კომუნიკაციაც ჰქონდა. ჯგუფი, რომელიც სპეციალურ ოპერაციაზე ბახმუტის მიმდებარედ იყო შესული, მასიურ დაბომბვაში მოყვა, რა დროსაც სპეცოპერაციაში მონაწილე მებრძოლებიდან მხოლოდ 2 გადარჩა. მათთან კომუნიკაცია ვერ მოხერხდა, რის გამოც თანამებრძოლებს მუშუქია დაღუპული ეგონათ. სამდღიანი გაუჩინარების შემდეგ ცოცხლად გადარჩენილი 2 მებრძოლის, მათ შორის ზურა მუშუქიას ფრონტის კრიტიკული ზონიდან გამოყვანამოხერხდა.