დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა აცხადენს, რომ არ განიხილავენ სახელმწიფოს “სუვერენულ” სტატუსს არც ერთ პლატფორმაზე და არც ერთ დონეზე, საქართველოს მხრიდან კი აფხაზეთის აღიარება აუცილებლად მოხდება. მისი თქმით, ჟენევის დისკუსიებზე განიხილავენ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას და ითხოვენ “ქართულმა მხარემ” მას ხელი მოაწეროს. არძინბა ამბობს, რომ საქართველო უარს ამბობს ხელმოწერაზე, რადგან ის აფხაზეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს – არძინბამ გაიმეორა რუსული ნარატივი, თითქოს უკრაინის, დასავლეთის ქვეყნებისა და შეერთებული შტატების მუდმივი მოწოდებები სამხრეთ კავკასიაში “მეორე ფრონტის” გახსნის თაობაზე გარკვეულ რისკებს ქმნის.
“დასავლეთი დაინტერესებულია რუსეთის გარშემო ცეცხლის რგოლის შექმნით, მას მიაჩნია, რომ სამხრეთ კავკასია კარგი ვარიანტი და კარგი შანსია. ამიტომ, ჩვენ ველით გარკვეულ პროვოკაციულ დესტრუქციულ ქმედებებს [ამერიკის] მხრიდან და კიდევ უფრო ყურადღებით დავაკვირდებით სიტუაციას”. მინდა გავიხსენო 1921 წლის 21 მაისი, როდესაც საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა, ანუ ოფიციალურმა ხელისუფლებამ, აღიარა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. ანუ უკვე იყო პრეცედენტები, როცა საქართველომ ოფიციალურად აღიარა აფხაზეთი. და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ახალ ისტორიულ რეალობაში ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ეს გარდაუვალია და ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალი არ არსებობს,” – ინალ არძინბას განცხადება.