ბირთვული იარაღი ბელარუსში 7-8 ივლისის შემდეგ განთავსდება – პუტინი ლუკაშენკოსთან | 09.06.2023

ბელარუსში რუსეთის ბირთვული იარაღის განლაგება მაშინვე დაიწყება, როგორც კი 7-8 ივლისს საჭირო ობიექტების მომზადება დასრულდება, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუს კოლეგასთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე. ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრა სოჭში გაიმართა.

„ყველაზე მგრძნობიარე საკითხებზე, რაზეც თქვენთან შევთანხმდით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მოგეხსენებათ, 7-8 ივლისს დასრულდება შესაბამისი ობიექტების მომზადება და სასწრაფოდ დავიწყებთ ზომებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენს ტერიტორიაზე შესაბამისი ტიპის იარაღის განლაგებას. ასე რომ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ყველაფერი სტაბილურადაა“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.