ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა | 08.06.2023

ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან პირისპირ შეხვედრას ბერლინში გამართავს. საქართველოს ელჩი გერმანიაში, ლევან იზორია აცხადებს, რომ ოლაფ შოლცთან შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემები რეგიონში შექმნილ ვითარებას, ორქვეყანას შორის თანამშრომლობის გარღმავებასა და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას შეეხება.