“მინიმუმ ერთი წელი საქართველოს ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის” | 08.06.2023

მინიმუმ ერთი წელი საქართველოს ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სემეკ-ის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარდგენისას განაცხადა. დავით ნარმანიას თქმით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.ნარმანიას განმარტებით, ტარიფების სიმცირის კუთხით, ერთიან შკალაზე საქართველო მეორე ადგილს იკავებს. სემეკის თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ სემეკმა მოქალაქეებს არასწორად დარიცხული და  ხანდაზმული დავალიანების სახით გასულ წელს, 1.4 მლნ ლარამდე თანხა ჩამოაწერა.