დასავლელმა ლიდერელმა განგაშის ზარი შემოკრეს – ამერიკული გამოცემა CNBC -ის სტატია | 08.06.2023

“კავკასიის რეგიონის ქვეყნები საქართველო და სომხეთი, რომელთა ეკონომიკამ მოულოდნელად აღმასვლა განიცადა უკრაინის ომის შემდეგ, დასავლეთის მხრიდან “შურისძიების” პერსპექტივის წინაშე არიან” – ამ სათაურით აქვეყნებს მასალას ამერიკული გამოცემა CNBC .

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქსტატის მონაცემებით, წელს რუსეთი საქართველოს სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორი გახდა იმპორტით და მესამე უდიდესი სავაჭრო პარტნიორი ექსპორტით – 2022 წლისთვის ქვეყანაში რუსული იმპორტი 79%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთში ექსპორტი 7%-ით . ამასთნ, რუსეთი სომხეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის თვალსაზრისით. ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა და აზერბაიჯანმა, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებმა, ასევე დააფიქსირეს რუსეთთან ვაჭრობის ზრდა გასული წლის განმავლობაში. რეგიონში სავაჭრო მოდელების შეცვლა არის შესაძლებლობა, მაგრამ ასევე რისკი”– ნათქვამია სტატიაში.

როგორც CNBC-ს ევროკომისიის სპიკერმა განუცხადა, ისინი  მუშაობენ იმისთვის, რომ დაადგინონ სავაჭრო ნაკადების გადამისამართება მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც მოქმედებენ როგორც შესაძლო კარიბჭე რუსეთისკენ.

ჯერ უცნობია როგორი იქნება სანქციების ახალი პაკეტი.ანალიტიკოსები  ამბობენ, რომ სანქციების პერსპექტივა ქვეყნებს თავისი მისწრაფებების გადააზრების საშუალებას მისცემს, განსაკუთრებით მათ ვინც ნატოსა და ევროკავშირისკენ ისწრაფვის.