რუსეთმა ახლა წყალი გადააქცია იარაღად. ნოვა კახოვკაში კაშხლის განადგურება ომის დანაშაულია – კალასი | 06.06.2023

ესტონეთის პრემიერმინისტრი  კაია კალასი  ნოვა კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ეხმაურება.

“ტერორისტულმა სახელმწიფო რუსეთმა ახლა წყალი გადააქცია იარაღად. ნოვა კახოვკაში კაშხლის განადგურება ომის დანაშაულია, რომელიც გავლენას ახდენს უამრავ მშვიდობიან მოსახლეობაზე და იწვევს ეკოციდსა და მასობრივ განადგურებას.  ჩვენ უნდა შევაჩეროთ აგრესიის ეს ციკლი უკრაინის გამარჯვებაში დახმარებითა და სრული პასუხისმგებლობის დაკისრებით,” – წერს კალასი.