რუსეთი აგრძელებს უკრაინელების გენოციდს და მათი ქვეყნის ეკოციდს -კრამონი | 06.06.2023

კახოვკას ჰესის აფეთქება რუსეთის მორიგი ტერორისტული აქტია, გენოციდს აგრძელებენ – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი  კახოვკას ჰესის აფეთქებას.

“რუსეთის მიერ ნოვა კახოვკას კაშხლის აფეთქება მორიგი ტერორისტული აქტია. ის საფრთხეს უქმნის ასიათასობით ადამიანს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს გარემოს. რუსეთი აგრძელებს უკრაინელების გენოციდს და მათი ქვეყნის ეკოციდს. ტერორისტული აქტები გვაიძულებს უფრო გადამწყვეტი გავხადოთ უკრაინის მხარდაჭერა,” – წერს კრამონი ტვიტერზე.