მარგინალიზებული, დესტრუქციული არარაობები, ამორალურები, დეგრადირებულები, ანარქისტები – ღარიბაშვილი | 06.06.2023

“მარგინალიზებული, დესტრუქციული არარაობები, ამორალურები, დეგრადირებულები, ანარქისტები” –  ასე პრემიერ-მინსიტრი ოპოზიციაზე საუბრობს.  ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა უცვლელია.  პრემიერმა რჩევები მისცა  ჟურნალისტებსაც.  ღარიბაშვილის გაღიზიანება ჟურნალისტის კითხვამ გამოიწვია, არის თუ არა ის ბრატისლავაში გაკეთებული განცხადებების გამო დაბარებული ოლაფ შოლცთან.

პრემიერ-მინისტრი იმერეთში იმყოფებოდა.  პრემიერმა სწორედ ქუთაისში გააკეთა განცხადებები, მათ შორის ევროპულ პერსპექტივაზე საუბრისას განმარტა, რომ  თუ საქართველოს ევროპელ კოლეგებს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება ან მისი მინიმუმამდე დაყვანა სურთ, მაშინ კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვცენ.