კახოვკას კაშხლის განადგურება წარმოადგენს რუსეთის სისასტიკის ახალ განზომილებას – ჯოზეფ ბორელი | 06.06.2023

ნოვა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი.

“კახოვკას კაშხლის განადგურება წარმოადგენს რუსეთის სისასტიკის ახალ განზომილებას, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს.  სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა ომის დანაშაულად ითვლება. ჩვენ კონტაქტზე ვართ უკრაინასთან დახმარების უზრუნველსაყოფად,” – წერს ბორელი Twitter-ზე.