კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე, ომის დანაშაულს – სალომე ზურაბიშვილი | 06.06.2023

“კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე, ომის დანაშაულს,” – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რითაც რუსული ჯარების მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის დაბომბვას გამოეხმაურა.  სალომე ზურაბიშვილის თქმით, ომის ამ დანაშაულს პასუხი სამართლებრივად უნდა გაეცეს.

“საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ,,ნოვა კახოვკას” კაშხალზე, კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას. ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო უკრაინის გვერდით დგას!“– წერს სალომე ზურაბიშვილი.