იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა და ზელენსკისთან ხელის ჩამოსართმევად რიგი არ ყოფილა – ირაკლი ღარიბაშვილი | 06.06.2023

“ეს არის ამ ბრუტალური დამანგრეველი ომის ერთ-ერთი შედეგი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, ეს ახალი არ არის. კახოვსკა გაგიკვირდათ, მაგრამ დღემდე განადგურებულია უკრაინის ტერიტორიის 20%, ქალაქები, სოფლები მიწასთან არის გასწორებული,” – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპანტების  მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დაბომბვას. მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ ვითარების ესკალაციის ნაცვლად მხარეები უნდა დასხდნენ და ომის დასრულების შესახებ მოილაპარაკონ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოლდოვაში, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას ხელი არ ჩამოართვა, 45 ლიდერი იმყოფებოდა და მათგან მხოლოდ “ხუთმა ან ექვსმა ნახა ზელენსკი”. პრემეირის თქმით, იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა და ზელენსკისთან ხელის ჩამოსართმევად  რიგი არ ყოფილა.