ეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, რომელსაც უპასუხოდ ვერ დავტოვებთ – რობერტა მეცოლა | 06.06.2023

“ეს ომის დანაშაულია” – ასე ეხმაურება ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ნოვა კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას.

“ნოვა კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის შედეგად, უკრაინელი ბავშვები, ქალები და კაცები დაზარალდებიან. ეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, ომის დანაშაული, რომელსაც უპასუხოდ ვერ დავტოვებთ.  დღეს, როგორც არასდროს, უკრაინას ჩვენი დახმარება სჭირდება,” – წერს რობერტა მეცოლა.