ეს აღმაშფოთებელი აქტია, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის ომის სისასტიკეს უკრაინაში – სტოლტენბერგი | 06.06.2023

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენ სტოლტენბერგი ოკუპანტების მიერ კახოვკის კაშხლის აფეთქებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს აღმაშფოთებელი აქტი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რუსეთის სისასტიკეს.

“კახოვკის კაშხლის აფეთქება ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს საფრთხის ქვეშ აყენებს და დიდ ზიანს აყენებს გარემოს. ეს აღმაშფოთებელი აქტია, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის ომის სისასტიკეს უკრაინაში”, – წერს სტოლტენბერგი.