კიდევ ერთი წერილი პრეზიდენტის რეზიდენციაში -„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ მოთხოვნა | 05.06.2023

„ნიკა გვარამიას თავისუფლების“ მოძრაობამ „მთავარი არხის“ დირექტორის შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კიდევ ერთი  წერილი შეიტანა. მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს და ციხიდან გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი ნიკა გვარამია. მათი თქმით, მედიამენეჯერის პატიმრობა ქვეყნის ევროპულ მომავალს სერიოზულ ზიანს აყენებს.